კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 19:10

 

ეხლა, როდესაც მკვდართა მზე კვნესის,

ჩემშიც იღვიძებს სული განგების...

დღეს მომენატრა ისე ნეკრესი,

თითქოს მე ვიყო მისი ამგები!


ჩემშიც აკვნესდა პრეისტორია:

გამოჩნდა დროით გადაბარდნული...

იმისი სახე ისე შორია,

ისე შორი და ისე ლანდური,


რომ დღეს ვერაფრით ვერ ამიხსნია,

რას ყვება ჟამი, გულზე მცვრეული:

თითქოს ქარია, თითქოს სისხლია,

თითქოს წვიმაა, სისხლშერეული!..


აჰა: შორეთში ხმლების კვესება...

აჰა: წარსულის შავი ჰანგები...

დღეს მომენატრა ისე ნეკრესი,

თითქოს მე ვიყო მისი ამგები!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen