|
ელვა-ქარტეხილთა კლაკნილის მათრახით გახევა ღრუბლების უდრტვინველ ცხოვართა აკლება ქურდულად წაგელჯა უფლების.
კითხვა და ცრემლებში ჩახრჩობა სევდის ვერწამგვრელი აპრილი ნიავთა მალვა და ანცობა.
გლოვისას ჩამორეცხს არშიებს ვინ იცის დასთხარო ეშვები მოსისხარ სატანის ნაშიერთ.
იქროლე თეთრკავშა მერნებით მიღმეთში ისე ვერ გადახვალ ჯვარცმულის წვით თუ არ ევნები. |
| პოეზიის გვერდი • • • |


