|
აგვისტოს მზისგან ნაწამებ ალვებს მიჰკივის ქარი ამორძალივით, მთიელი კაცი, ქალაქის მტვერში დავეძებ პატრონს ქუჩის ძაღლივით.
თუ წავალ უკან არ დავბრუნდები, სული მაქვს სუფთა, როგორც მყინვარი დემონურ ფიქრთა ხელშეუხები.
მწვერვალთა საძმოს შეუდგამს მხარზე და თოვლის ზვავებს, ვით დევის შოლტებს, ნისლის ნაბდებით სძინავთ ქარაფზე.
ჰგავს ნიავს, ფრენით მთებში დაგეშილს და ხმლის პირივით ვიწრო ბილიკზე რაც უნდა მოხდეს ნაბიჯს არ შეშლის.
აელვარდება მყინვართა ბროლი, გავედევნები მტრის ურდოს ცხენით და გადავრეკავ მთებს იქით ბრძოლით.
სწორფერი, დილის ნამივით წმინდა, შემომაგებებს მტერთან ნაომარს ლამაზ ღიმილს და დაშიბულ წინდას.
ციცაბოებზე დაწვება ბინდად, მკერდზე დავიფენ სწორფერის დალალს ოცნების მდევარს მეტი რა მინდა? |


