კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:48

 

გული მიმიწევს მე სალოცავად,

სად ღვთისმშობელი და დიდუბეა,

ნიკორას თვალმა გამხადა ავად,

ნიკორას თვალი სევდის გუბეა.


თვალები იგი სარკეა სულის,

ვით ტატნობების ნაზი ზმორება,

იმისი ფერი, ფერი უფსკრულის

სიკვდილის ლანდი და ამბორება.


ო, იმ თვალებში ისმის შენდობა,

ის ზეციური სიწმინდით გიმზერს

იგი კუნძიკენ მიდის დანდობით,

იგი დანისკენ გაგიშვერს კისერს.


და როს გუგებში ჩადგება ნისლი,

ცხრა მთას, ცხრა უფსკრულს გადავევლები,

ოღონდ არ ვნახო იმ მისი სისხლი,

ოღონდ არ ვნახო მე ის ცრემლები.


მე იმ თვალებმა გამხადა ავად,

თვალები იგი სევდის გუბეა,

სასომიხდილი ვდგავარ პირშავად,

სად ღვთისმშობელი და დიდუბეა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მერაბ კოსტავა  • • •   მერაბ კოსტავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen