|
ისევ თოვლი და ისევ სიცივე და წყალჩამდგარი ნაფეხურები, ამ გაგიჟებას ვეღარ ვიცილებ, ვიცი, სუდარად დამეხურება.
იქნებ მიშველო, იქნებ დამინდო, ეს ჭკვაშეშლილი, ავი გონება შენი ალერსით გამიამინდო.
ხმაჩახლეწილი ბარიტონები, დაშლიგინობენ სულში ხმაურით და საბოლოოდ დამიმონებენ.
ჯერ კიდევ ვარდებს გვანან ვარდები, ჯერ კიდევ ჩემი იმედი გქვია და გადარჩენას ნუ დამზარდები. |


