კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 01:11

 

ჩვენ ვართ ღორები გვიყვარს ლაფარო

ტალახი, წვირე, მოთხვრილი ვარცლი

ჩვენ ვართ ღორები და სალაფავის

თქვლეფას ერთმანეთს არასდროს ვაცლით.


იდიდოს ჩვენი ქუზა და კოლტი,

რკო და წიწიბო, სახრე და შოლტი

მე ჩემი გოჭი ჭამაში მჯობდა

მე კიდე ჩემ გოჭს ჭამაში ვჯობდი.


გვიყვარს მეზობლის ღობეში ძრომა,

გვიყვარს გემოზე თქვლეფა და ძღომა

ჩვენთვის ერთია პანტა და სკორე

ესღა გვაკლია, ჯაფა და შრომა.


ზოგჯერ პატრონი თვითონ გვასუქებს

დაკვლას გვიპირებს? სულ არ გვაწუხებს!

მთავარი არის! ბლომად ხომ გვაჭმევს

მთავარი არის! ხომ გაგვასუქებს.


იდიოს ჩვენი ქუზა და კოლტი

იდიდოს ჩვენი სახრე და შოლტი

ჭამაში გოჭი ყოველთვის მჯობდა

ჭამაში ჩემ გოჭს ყოველთვის ვჯობდი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen