კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:50

 

კლდის ფხაზე მთვარე შემოჯდა,

მოჰყეფს არაგვი მთებისა,

ნეტავ ვის ღამე თენდება,

ან ვის დღე უღამდებისა.


ასეა წუთისოფელი,

არც ჩვენ ნებაზე დგებისა,

ზოგისა, ბედის ბორბალი

სრუ უკუღმ დაბრუნდებისა.


დრო გადის თანთან გვეტყობა,

ყველას მატება წლებისა,

ნეტაი შავი სიკვდილი,

ვის, სადრა გვისაფრდებისა…


ჩემ მიწა-წყლისად მაკვდომა,

არცროდის შამნანდებისა,

მამულს არავის დავუთმობ,

მთებ მომცან ალმასებისა,


გინდ ტყვია დამკრან თავ-შუბლში,

ნაძოძ გაიღას თმებისა,

ოღონდაც ჩემი სამშობლო,

მშვიდად თუ დამირჩებისა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen