კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 16:19

 

ოთხმოციანელთა მოკლე პარადია

და მე - საკუთარი თავის პაროდია!

აღარ გავიხედავ აწი სარკისაკენ,

როგორც შემოვბრუნდი ადრე არყისაგან.

მახსოვს ბონაპარტე, მახსოვს მიურატი,

მაგრამ არკი მინდა ვიყო მეორადი

და თუ ამ ქვეყნისა რამე გამეგება,

აქ რა მაბადია და იქ რა მექნება?

აღარ მევასება ნახევარი ანტი,

აღარც ასლი მომწონს, აღარც ვარიანტი.

ვეღარ ვიგერიებ პასუხს სარკისაგან -

დაპაუზებული საკან-საკან-საკან.

მესმის: ჩქარა, ჩქარა! მესმის: მალე, მალე!

სარკის ავტოპორტრეტს ვეღარ დავემალე.

და მე მებევრება ჩემი პაროდია:

მომეპაროდიან, მომეჯაროდიან.

ვეღარ ჩავასწორე კოჭლი შედარება:

ახალ წიგნში ძველი ფოტო მედავება.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen