კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:50

 

მაგონდება კაკაბეთის მთვარიანი ღამეები,

მთების ლურჯი კამარა და ამნაირი რამეები,

სამახსოვრო წუთები და წამები და წამეები,

ღვინით სავსე თასები და ჯამები და ჯამეები,

წყნარზე წყნარი ოქტავები, გამები და გამეები,

მოციმციმე ბეჭდები და მოკამკამე კამეები,

მოცეკვავე მამები და დამები და დამეები, –

და მე უნდა დავივიწყო ჩემი სითამამეები:

დაწყვილებულ ორეულებს ვერ გავემესამეები,

მაგრამ უმალ გამიბევრდნენ ჩემი მარიამეები

და მალულა მრავლობითებს ვემაშასადამეები

(მაპატიეთ მთვარიანი ღამის კინაღამეები!)

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen