|
მე მიყვარს შუქი ანთებულ მიწის, აყვავებული ცის მყუდროებით. ჩემს ოცნებაში ყოველთვის იწვის მზით დასისხლული საღამოები.
ათასი სარკის აელვარებით, და დედამიწის მწვანე ნაპირი შედის უფსკრულში ახალ კარებით.
და ცეცხლში სცურავს ზღვის ხომალდები. ელავენ ცაში ანგელოზები იწვის ღვთისმშობლის ლურჯი კალთები.
და გამოჩნდება ცათა მპყრობელი, - და ერთი წამით თვალს გააგიჟებს შარავანდედი გაუქრობელი. |


