კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 21:50

 

ულტრაათეისტის მონოლოგებიდან...

 

მამაო ჩვენო, შე ძველო, შებერტყილო და ანგალო,

ეს რა ცირკები იკისრე: ხან შაყირობ და ხან გალობ.


ამაოს არ ჰყავს მამაო, - ჩვენც გვარწმუნებენ ამაოდ,

ან მაგის ჩიტი ვინ არის ან მაგას ვინ ჭამს მამაო?!


ნაღდი კლიენტი ვიყავი, ამიტომ გვეჭაშნიკები,

შარაფს არ ეკარებოდი, არ გიზიდავდა შიკები.


შენ არც შმოტკები გიყვარდა, არც ვილვეტი და ხავერდი,

არც ჯინსავიკი ყოფილხარ, - ძველმანებს აგლახავებდი.


აიყვანე და შეკერე: საკენკს უყრიდი წიწილებს,

მაინც ამდენი არიფი საიდან გამოიჭირე?!


ტუფტა და ბლეფი დარეხვე, აუხტი მოქადაგესა,

კეთროვანს კარტი ჩაუწყე და ბრმა ტუზივით დაგეცა.


დიდი მაყუთი მოღუნე და დაუადე აღაპებს,

შენ იუდასაც ათოხლე და პილატეც აყაფე.


ააშიპიტე შანტრაპა, ებაზრებოდი პინგვინებს,

ეკლის გვირგვინიც დაირტყი და დაგა-ეკლის-გვირგვინეს.


როცა ბარიგა მსაჯულმა მსჯავრი გაჯახა განგების,

შიშველ ფეხებზე ეკიდე ისიც და იმის კარგებიც.


გამოქლიავდა ჯალათი, დამანდრაჟდა და შეშინდა,

სიმშვიდით დაუთოხმახე, არ გამოსულხარ ქვეშიდან.


სიაბანდი და შაყირი არც ჯვარზე აგიკრძალია,

თუმცა ძალიან, ძალიან, ძალიან მოკვდი, ძალიან,


და ძალიანზე ძალიან აღსდექ და მოაკეტინე:

დამპლებს, დარტყმულებს, გორსალებს, ფარჩაკებსა და კრეტინებს.


აიწყვიტე და აორთქლდი, დაატრიალე ეშხები,

ბანკი დახურე, არავის არაფერს დაესესხები.


ბლატაობ სააქაოზე, გვიფარავ საიქიოსგან,

ვისთვის ქრისტე ხარ და ვისთვის - იესო ანუ იოსკა.


ისე, კარგად რომ გაჩითო, და არაფერი შეცვალო,

ოცდაცამეტი წლისა ხარ, - ორი ათასის, - შე ძველო!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen