კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 02:15

 

მანეს იასამანთან და

მონეს იასამანთან

მზემ გოიას საქანელა

გაჰკიდა და გამართა.


ხოკუსაის მთებზე ენთო

კოროს შარავანდედი,

იღვიძებენ

ვან გოგის და რენუარის ვარდები.


არც როდენის ქარი ჩანდა -

უთავისებურესი -

არც ვრუბელის ღრუბელი და

არც რემბრანდტის ბურუსი.


ორი ფერი ბატონობდა

შერწყმით და შეთავსებით:

ხან სეზანის ფორთოხლები,

ხან მატისის თევზები.


ველასკესის მეძებარი

აღარავის უყეფდა,

ფიროსმანაშვილის შველი 

იდგა რუსოს მუხებთან.


დორეს ედემს ფერს მატებდა -

ტინტორეტოს ედემი,

ვერონეხეს ლაჯვარდები

და პიკასოს მტრედები.


გადაევლო ცას რუბენსის 

ცისარტყელა ხალასი,

ბოტიჩელის გაზაფხული

შედიოდა ძალაში.


შემოვიდა ცხრა ნაცნობი

და ბაღს დაეპატრონა

ტიციანის მადონა და

ვან ეიკის მადონა და


ვან დეიკის მადონა და

ბოსხის, გრეკოს, ლეონარდოს,

ჯოტოს, მიქელანჯელოს და

რაფაელის მადონა.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen