|
იქნება კაცისმკვლელი ვარ, მტერი ვარ გადამთიელი, კარებს რომ მიღებ, დედილო?!
ხევსური ჩანხარ იერით, შემოდი! - სახლში შემიძღვა, - კიოთ იქნები მშიერი.
ღარიბი სუფრა გამიწყო, - ვერ გაგაკვირვებ ვერათი... წამოვედ, უბე ამივსო დამბალი ხაჭო-კვერათი.
ამშალეს, ამინარეკლეს, არ მომასვენეს ფიქრებმა, სანამდის არ დავარწმუნე - სანათას მოდგმის იქნება. |
| პოეზიის გვერდი • • • |


