კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 21:24

 

ხმლის ნატეხს კბილით ლესავდე,

სჭამდე, ვერ გასძღე, გშიოდეს,

წყალთან იდგე და ვერ სვამდე,

გკაფავდენ, არა გტკიოდეს.


დაგმეხონ, ალი აგვარდეს.

გული გველივით წიოდეს.

სისხლის მაგივრად შუბლიდან

შხამ-გესლი ჩამოგდიოდეს.


ცრემლი გდიოდეს, დაგიშრეს,

თვალებში ცეცხლი ღვიოდეს.

ომში შეხვიდე, არ მოკვდე,

ვერც მთელი გამოდიოდე.


შეირხე - ყვავილთა ნაცვლად

ქვა-ღორღი ჩამოგდიოდეს.

ინაცრებოდე, ვერ გასთბე,

სკდებოდე გვამში გციოდეს.


თუ არ მამულის ტკივილი -

მამულს!

შენ არა გტკიოდეს!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen