|
ქარი - როგორც პოეტს - მაღიარებს, მთვარე ქედს იხრის და ირწმუნება, მე კი ვიცქირები ნაღვლიანი ჩემი გაჭვარტლული მიწურიდან
ქრის და ნისლთა ფარფატს ვაკვირდები, როგორ მენატრება ახლა მიწა - ცოტაც და ალბათ ავტირდები.
აჩრდილებს ავწეწავ ლოდებიდან, მზეა და ცრემლები შემიშრება, იქნებ და მზისა მომერიდა.
კარები მივხურე უხმაუროდ, ისე ჩავასრულე გაზაფხული რაღაცნაირად, უცნაურად,
თვალი ვერ შევავლე მოფერებით და ვარ ფიქრებით დანისლული - მთებზე დაფენილი სოფელივით.
მთვარე ქედს იხრის და ირწმუნება, მე კი ვიცქირები ნაღვლიანი ჩემი გაჭვარტლული მიწურიდან. |
| პოეზიის გვერდი • • • |


