|
ააწყო პაატა ცაავამ ებანი: “საათაბაგოთა გაბაასებანი”. ადიდა მაარი, ადიდა საადი, დახარჯა ცხრაასი კილოვატ-საათი. რეესტრში ჩარიცხა უდროო დროები: ქანაანელები, ვატერლოოები. სააკაშვილები, სააკაძეები, ლაოკოონივით დათვლილი დღეები. ჯეელი მეეტლე, საამო საარი, ზაალიშვილების მეექვსე ზაალი. მირზაანელების თიბათვის სათიბი, მეეზოვეების ჯარ-ჯამაათები. ისააკ ნიუტონს მიჰგვარა ჭკვიანი ნათლული - ავეტიქ ისააკიანი. შიიტებს უბოძა ზღვა პრივილეგია, თუმცაღა ჰააგა წინააღმდეგია. ვერ შველის, შორსაა კუნძული ტაიტი, ამშვიდებს ვეება ვეერის ტაატი. უარყოფაა და უარყობაა და ლოცავენ: გაამოს, გაამოს, პაატა! პაატა ცაავა - ცააში წაავა! |
| პოეზიის გვერდი • • • |


