კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 17:35

 

ვინ მახსენებს ტევრებს,

ფშანებს, სავარგულებს? -

ჰო, იმ ღამის მერე

კარს ვინ აკაკუნებს?..


მეზმანება, რომ შენ

და ბავშვობას ცერცეტს

თოვლის გუნდებს გიშენთ,

ვერ გახვედრებთ ვერცერთს.


ბევრჯერ გამოვაღე

ძილგამტყდარმა კარი,

შინ შემოჭრილ ღამეს

ხელი ბევრჯერ ვკარი.


მძინავს, ძილშიც მივდევ

დღეებს დაკარგულებს,

მაგრამ კარზე ისევ

ვიღაც აკაკუნებს.


თავი მღვრიე სიზმრებს

მშვიდად ურიგდება,

სულს ნათელი მივსებს,

განა შურისგება.


თუ სიცოცხლე ორჯერ,

დავაპირეთ ორმა

იმ წერილებს რომ გწერ -

სამაგიეროა...


მძინავს, ძილშიც მივდევ

დღეებს დაკარგულებს,

მაგრამ კარზე ისევ

ვიღაც აკაკუნებს.

 

პოეზიის გვერდი    • • •   პოეზია - ოთარ ჭელიძე  • • •    ოთარ ჭელიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen