|
როცა ჩავფიქრდები, მეჩვენება, თითქოს უეჭველად მეშველება. თუმცა აბალახდა ბილიკები, რითაც უსეირში მივიკვლევდი, თუმცა ნახევარი ასწლეული დროის უკანაა გაქცეული, თუმცა ძნელბედობას წარუშლია რაც ჩემს უღალატო წარსულშია; მაინც რანაირად მეჩვენება, თითქოს უსათუოდ მეშველება! მაინც არასოდეს ჯანდაცლილი არ ვარ მომავალი გარდაცვლილი, მაინც სიბრალულით ნაცრემლები ჩემ თავს არასოდეს ვაცქერდები, როგორც ახლობლები უკურნებელ სენით დავრდომილებს უყურებენ. და როს ჩავფიქრდები, მეჩვენება, თითქოს უეჭველად მეშველება. |
| პოეზიის გვერდი • • • |


