|
შებმული დღეთა მღვრიე ზვირთებთან, გივიწყებდი და ხშირად გკარგავდი, როცა მძალავდა, როცა მითრევდა ღვარად მომსკდარი შავი ნაკადი.
თვალზე მეფარა სველი ფარდები... ვერ ავაყვავე შენი ბაღჩები სურნელოვანი თეთრი ვარდებით.
ხატებს, ვერ ვუნთე წმინდა სანთლები. თვალზე ცრემლი ვერ ამოვიწმინდე - ვისზე ფიქრებშიც ღამეს ვათევდი.
ნიშანი ჩავლილ ახალგაზრდობის, როს გულში სხივი სიცარიელის შემოდის, როგორც ცივი მნათობი -
მთავრდება წელთა მრავალწერტილი... ლურჯ მთათა მიღმა მიემართება მზე დაღლილი და სხივდაშრეტილი...
და დაიჯერე ერთი ქართული: ის, რაც ვერასდროს ვერ დაიჯერე, რომ ეს მზე ჩადის... შენი ნატრული! |


