|
როცა თევზაობით დაღლილი გვერდზე მივუწვები კოცონს, უცებ დავიმორცხვებ ბავშვივით, ცეცხლიც გოგოსავით მორცხვობს.
არ მცნობს დასრულებულ კაცად, ხელს თუ წავაპარებ მალვით, ვიგრძნობ ყურის ძირში ტკაცანს.
სიზმრად ვეფიცხები სითბოს და ვინც თავიდანვე მომწონდა, ცხადად ამელანძა თითქოს.
მზისფრად მობრდღვიალე ალში, ჩუმად გამახვია, როგორც ძუძუს მოწყვეტილი ბავშვი.
ზეცა წყაროსავით შევსვი... როცა გამეღვიძა, მიცდიდა ქვაბში მოსახარში თევზი.
ჩემი სიზმრისა შემრცხვა: ცეცხლის მოტაცების ნაცვლად კაცი გამიტაცა ცეცხლმა.
გვერდზე მივუწვები კოცონს, უცებ დავიმორცხვებ ბავშვივით, ცეცხლიც გოგოსავით მორცხვობს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


