კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 12:37

 

ვინა ჰთქვას, ვინ გაიხსენოს

ამბავი გარდასულისა?

ტრფიალთა საით სად იგრძნონ

ნდომა ერთურთის გულისა?

აქით ვინ გადაიტანოს

ამბავი დაკარგულისა?!


ვტირი და ვტირი ბეჩავი,

შუქი არ ვიცი მზისაო,

სადა ვარ გადმოგანძული

მე სადაურის წყლისაო?

ფრინველნო, გემუდარებით,

მარქვით რამ ჩემის მხრისაო.


მითხარით: ჩემს სამშობლოში

წყარონი კიდევ ჰდიანო?

მზეი, მთვარე და ვარსკვლავნი

ცაზედ კიდევა ჰკრთიანო?

თავზედამც შემოგევლები,

ჩემო ქვეყანავ მთიანო!


ნუ ამირიდებთ, ფრთოსანნო,

ტყვესთან იქონეთ ზავია,

დამწვარს დედაჩემს უთხარით -

არ ჩაიქოლოს თავია.

უამბეთ: „ცოცხალიაო,“ -

შემოიცარცვოს შავია.

დრო მოვა: ცა დაიელნებს,

ბარად წამოვა ცვარია,

დაიხოშება ღრუბლები,

აჰტყდება ნიავ-ღვარია,

დაღისტნის არემარესა

დაანიავებს ქარია!


უთხარით ჩემებს სწორებსა:

„გზებისკენა მაქვს თვალია,

პირი ჰქმნან, შეიარაღდნენ,

ჩაიცვან რკინა-რვალია,

დაღისტანს გამოემართნენ,

მეც წამომიღონ ხმალია."

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen