|
ეჰ, ძმაო, ჯერ კიდევ რამდენია ზურგსუკან ბებუთის ამლესავი, მათ პირზე ღიმილის ვარდებია, გული აქვთ სარების ღამესავით.
ვეროდეს დამჩრდილავენ სულით და ღირსებით ბიჭბუჭები, მე მათებრ არც ბოღმა მაჩიავებს, არც მათი ფულივით ვიჭმუჭნები.
ქლესებთან წაჩხუბებას და მერე სინანულს, სივაგლახეს ეგებ სჯობს დათმობა, გაყუჩება. მაგრამ დრო ამავ დროს მიკარნახებს:
შენს გზაზე განრთხმული თავყვითელა, დღესავით ცხადი და ნათელია რა ფასად გიმეტებს გამყიდველი.
ან რომელს ეღირსება, ღალატით გადაგჯეგოს, გადაგთელოს, თუ შვილთა განკითხვა ეკისრება მსაჯულთა დიდ მსაჯულ საქართველოს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


