|
შენ დაგიტოვებ ყველაზე ლამაზს, ყველაზე ძვირფასს, რაც გამაჩნია - ჩემს განძს: ჩემს ათას უძილო ღამეს, წყეულმა ეჭვმა რომ დამაჩვია.
ჩემს დაღლილ ღიმილს, ჩემს მთიდან მთებზე დაფლეთილ მზერას; რიხით და სიტყვით, ლხინით და ღვინით შიგ გულში ჩამწყდარ ჩემს ათას ბგერას;
ჩემს უხმარ ცრემლებს ჩემს ბაღში გამხმარ ფოთლების ცვენას, ჩემი დღის მდევრებს, ჩემს ღამის მთევლებს, ჩემს უთქმელ სიზმრებს, ლხინსა თუ წყენას.
და სკივრის ძროში ჩასჭედე, ჩადე ჩუმად და ფრთხილად და სთხოვე გახსნან იმ დიად დროში - შთამომავლობის იმ სასტიკ დილას. |


