|
ნურაფერს იტყვი, თუ გკითხავენ ჩემზე - „ვინ იყო?“ წუხელის თოვდა, ამ დილით კი ქარი ავშავობს, რაცა ვარ, ეს ვარ, ან ასეთი უნდა მიმიღო, ანდა ხსოვნაში ჩემი ყველა კვალი წაშალო.
თუ დამდნარი თოვლის წვეთები ბრწყინავენ ღაწვზე, გული ჩემი ისევ ზვარაკობს... ნუ შემომხედავ, თუ უეცრად შეგეფეთები, ჩვენს სიყვარულზეც სხვას არავის ელაპარაკო.
არც ზედმეტად რაიმეს ვჩემობ, თაფლის ერთ წვეთთან შხამის ათი თასი დავცალე, ვინ შეგიფასებს იმ წარსულის შნოსა და გემოს, მხოლოდ ქილიკით გაგქირდავენ, შენ გენაცვალე.
გაზაფხული ვარდისფრად გაშლის, ჩაივლის ზამთრის სიცივე და დავიდარაბა, ჩამკიდე ხელი, ერთხელ მაინც ავფრინდეთ ცაში, ავფრინდეთ ცაში, მერე რა, რომ ფრთები არა გვაქვს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


