მთარგმნელი: გიგლა სარიშვილი
|
მან მითხრა, რომ მე ქალთა შორის არ მყავს მეტოქე, რომ არაფერი არა მცხია მიწიერ ქალის, რომ მზე-ნუგეშის ნათელ სხივად შემოვეთოკე, რომ მე ველური სიმღერა ვარ მშობლიურ ჭალის.
არ დავაწვები ჩემი წასვლით გლოვის უღელად, მაგრამ ანაზდად შეიტყობს, რომ არ შეიძლება დაშთეს სხეული უმზეოდ და სული უმღერლად.
მანამ? |


