კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 00:48

 

ხშირად გიყურებთ გატაცებით და აღელვებით,

მხიბლავს და მათრობს თქვენი ტანის მალული ენება.

როგორც ორი ტბა დაჩრდილული მაღალ ალვებით -

შავია ცივად მაგ თვალების აელვარება.


კეკლუცი ცქერა გაღიმებით ნორჩ გეტერისა,

უცხო ფერისა პირის სუნთქვა. ბაგეთა ალი.

ოცნებას იპყრობს, ვით სიზმარში ხმა სიმღერისა,.

ვით ბნელ ოთახში, როიალის ნაზი გრიალი.


კაბის შრიალი თქვენი ხშირად მე შორს მიტაცებს:

ცხელი ქვეყნების მთა, მინდვრები, უსაზღვრო ზღვები,

ჩემ თვალთ წინ შლიან სხვა სიტურფეს, სხვა ფეროვან ცებს,

სხვა ზღაპრებს მიმცემს ინდოეთის დამწვარი ქვები.


ჭიანურის ხმით სასიკვდილოდ დანაბულ თვალებს

არაბულ ბაღებს მე ვადარებ, სადაც სულთანი

მის წინ მოცეკვავ ტიტველ ქალებს თვალს გადაავლებს,

რომ აირჩიოს ერთ ღამისთვის მაცდური ტანი.


სისხლისფერ თასში თეთრად სხედან ხარბი კბილები.

„შემოგევლები, თავს შეგწირავ“ - თქვენ ვინ არ გეტყვით?

უცხო რაინდზე ოცნებაში ხშირად იღლებით

და ყოველ უხეშს თქვენ აწამებთ დაცინვის სეტყვით.


მაგრამ ქალწული თქვენი ტანი ხშირად მაჯავრებს;

საშინელ იანუსს, ბოროტ ჩემ სულს, ეგ სილამაზე

სურს მისცეს მსხვერპლად და სავაჭროდ, თუ გინდ რომ მავრებს,

რომ ვით დიაცმა აქვითინდეთ საზარელ ხმაზე.


და მენატრება დაგინახოთ თქვენ სარეცელზე,

საყვარლის მკერდზე მოთენთილი, დამონებული;

მისი კბილების წითელ დაღით მოღერილ ყელზე,

აშლილ ლოგინზე ურცხვი ხელით გატიტვლებული.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen