კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 23:23

 

არ მინდა შენი "ნანინა"

და შენი ძილის პირები!..

მე დამაძინო ის გინდა

და შენ კი ლხინს ეპირები?


შენ დაღამებას მექადი

მე ველი გათენებასა...

გსურს შენს კილოზე ვიმღერო

გადავჰყვე შენსა ნებასა?


არ მოხერხდება... ვერ დავსთმობ

მე ჩემებურსა მღერასა,

სანამ ყურს ვუგდებ სიამით

მოძმეთა გულის ძგერასა.


შენი "ნანინა" შენ გქონდეს...

ეგ შენი მოსაწონია...

წადი სიდანაც მოსულხარ,

მშვიდობის გზაცა გქონია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - აკაკი წერეთელი  • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen