მთარგმნელი: ბაჩანა ჩაბრაძე
|
ბუნდოვანი და დაღარული, ძლიერ ვნებათა ნოტიო ხავსში მიხაკივით რომ გადმოშლილა, იგი დინებას დაღმართისკენ უშვებს მორჩილად, დუნდულებიდან ბაგეების ნაპირებამდე.
მიმოფანტულა და რძისფერი ცრემლების მსგავსი მარგალიტებით შეუმკია წითური ხავსი და ახლა, ნაზად, დაღმართისკენ მიედინება.
სულმა კი ჩემმა, ეჭვიანმა საგანთა შერწყმით, მის ზედაპირზე დააყენა ცრემლის ღვარული.
მილია, სადაც ნუშის კრემი არ დაილია: ქანაანია, ქალურ ტენით შემორკალული! |


