|
ეს სოფელი, სამყო ძნელი, მჩვენებელი ჭმუნვის ალთა! რა ვიშვებით, მყისვე ვსტირით, ვით წინად მგრძნი მომავალთა, მოვიზრდებით წიგნის კითხვით, არ გაგვიშრობს მწვრთნელი თვალთა, ჟამი გვიროკს, იგი გვიძახს: შეუდექით სიბრძნის კვალთა.
თვალი გულს ჰსცვლის, გული გრძნობას, გრძნობა ტრფობას ემსჭვალების; სახე რამე საყვარელი დაგვატყვევებს თვისებრ ნების, და გლახ შეგვიქმს პატიმარად, მკვნესარად და მთქმელად ვების.
არა ვკმაობთ საკმაოთა, ნდომა ჩვენი უზომ, უხვა, გვსურს დიდება, გვსურს პატივი, გვსურს სახელის განთქმა, ქუხვა; რა ვერ ვპოვებთ საწადელსა, შეგვექმნების შურით ჭმუხვა.
ყოველთავე მოვძაგდებით, ზნე გვეცვლების გრძნობის კლებით; სიკვდილისა წინამძღვარად მოვლენ სენნი მახვილ ღებით, მათგან ერთი გვცემს და გვეტყვის: “ახით ნაშვნო, მოკვდით ვებით!" |
| პოეზიის გვერდი • • • |


