კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 21:13

 

მინდა დავხატო მფეთქავი მკერდი,

სამყარო მზეში და მზე - კანდელი...

მაგრამ ეჭვები მიმტვრევენ კედლებს

ფოლადის ფრთებით და ნისკარტებით.


ნისლში ირწევა შენი სხეული,

უნეტარესი რტო ბროწეულის...

ნათდება ყველა ძველი ვარსკვლავი

მკვდრეთით ამდგარი და მოღწეული.


დე, წეროებად იქცნენ ფიქრები,

დაე, მუხებად იქცნენ ხელები,

დაე, სხეულში ჩადგეს გრიგალი,

ქარით გაივსოს სულის ხვრელები.


დაე, მზისხელა გახდნენ თვალები

და კანკალებდნენ ვნებით ძარღვები...

და გაზაფხულის სუნთქვით მთვრალები

ბორიალობდნენ გულში ტალღები.


გადათეთრებულ კედლის წინაშე

ბინდში ანთია თეთრი სინდისი,

ლიბანის მწვავე ცისარტყელები,

მცხეთა, ატენი, გორი, შინდისი.


მე ამ თეთრ კედელს ვახატავ ფიქრებს,

ჰყვავიან ჩემი სისხლის წვეთები,

ბროწეულებზე სხედან მტრედები -

მარტო ლექსისთვის გასამეტები.


ვარ ფიქრი მიწის კიდით-კიდემდე -

სამშობლოს გულში გადარწეული,

ვიცი არასდროს წამეკიდება

შურის, პატივის ცეცხლი წყეული.


მეც სადღაც მიცდის ჩემი ხარონი, 

ოღონდაც ადრე ნუ უხარია.

დაულეველი დამრჩა წყარონი

და სიკვდილამდე დიდი ხანია...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen