კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 03:13

 

ორი სამარე გამოვიცვალე,

სიკვდილის ორი შავი პერანგი,

ერთის ვიყავი რიდით მლოცველი,

მეორეს მწირის ცრემლით ვყვარობდი.


მესამედ მიხმო ზარმა ქაშვეთის

წმინდა ხატებიც ხელებს მიწვდიან,

ორი საფლავი თუ შევიცვალე,

სამშობლოს მიწა არ შემიცვლია.


რაიც სჯობია წყეულ სიმდიდრეს

ბრჭყვიალა ოქროს, მოსირულ ფარჩას,

ძე არ მყოლია, შვილის მაგიერ

ხალხში ჩემივე ამაგი დამრჩა.


იგი დამტირის, დაშლილ კუბოში

ჩემს დავიწყებულ ძვლებსაც დაეძებს,

გულმოწყალება არის ბადიში,

ვალმოხდილს ნათელს უფენს სახეზე


და შევეფარე ნატყვიარ ტაძარს

რეკავს ქაშვეთის დედოზარია,

ერთი ცხედარის სამჯერ დაკრძალვა

ეს უკვდავების საწინდარია...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ მამფორია  • • •   ოთარ მამფორიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen