კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 02:38

 

ქვიშა ცეცხლივით სწვავს ფეხის გულებს

და ტანში გვივლის მზიან ნემსებად,

უცნაურ ნდომით და ნეტარებით

მწიფე ხორბლის ფრად ტანი გვევსება.


სირცხვილი ჩვენში აღარ არსებობს,

მთელი დღე შიშვლად დავიარებით

ვნატრულობთ მხოლოდ წასვლამდის იდგეს

მზიანი, მყუდრო, კარგი დარები.


და პირველ ყოფილ დედოფალივით

მე არ მიზიდავს ჭკუა და სული,

ჩემს ყურადღებას თუ შეაჩერებს

ბრინჯაოს ტანი გადატრუსული.


და მეც მგონია: სნეულ სხეულში

ჯანსაღი გრძნობა ვერ დაიბუდებს,

და ეს სიშიშვლე, გულახდილობა,

ბევრს დააშორებს, ბევრს გააბუტებს.


მზე ყველას ზვერავს, მზე ყველას სინჯავს,

დაუღალავი ოქროს თვალება;

აქ სილამაზე გამოშკარავდა.

მზეს არაფერი დაემალება.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიჯანი  • • •   მარიჯანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen