გიჯობს სარკმლით ყურება,
სახლში ყოფნა გიზიდავს,
აღარ გეხმაურება
მითებიდან იზიდა.
აღარც თრთოლვა კლავიშის,
აღარც კვნესა გიტარის,
ხარ ოთახის დარვიში
ეშმას მინათითარი.
ვისაც ძალუძს აღვსება,
ვისაც ნატრობ ძალიან,
მისთვის აღარ არსებობ,
შენთვის იგი მკვდარია.
ოჩოპინტრე
გაგაგა
ფდფდფ
ოჩოპინდრე
მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა