კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 20:50

 

ფიქრი ტბასავით ცითაა სავსე,

თეთრი ღრუბლები ქედებს ათოვენ.

მე ამ კედელთან ბრმასავით დამსვეს,

წყალი დამიდგეს და მიმატოვეს.


მერე მოფრინდნენ თეთრი ტიტები,

ფიქრი ფეტვივით უცებ აკენკეს

და გამწარებულ, დაღლილ თითებით

მათი დაჭერა ვერ მოვახერხე.


და აღარ ვფიქრობ, ხავსი მაცვია

და გამოღებულ კარივით ვდუმვარ,

და აღარ ვიცი იქნებ, არცა ვარ,

რამ გამაჩუმა, ამქვეყნად თუ ვარ?


და აღარ ვფიქრობ... თითქოს ვმშვიდდები,

როგორც კედელთან ძველი ბორბალი.

საით გაფრინდნენ თეთრი ჩიტები,

სად გაჰქრნენ, თვალიც კი ვერ მოვკარი...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen