კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:28

 

 

ზევით ავიდეთ, იქ ღიღილოს მეწამულ ღილებს

ნამის ელფერი მზის სიფიცხით არ შეშრობიათ,

მკლავზე დამენდე, ფერადებსაც მე წამოგიღებ,

ოღონდ ავიდეთ... იქა სჯობიან.


ზევიდან თვალი გადაურბენს მთებს, ლამაზ მინდვრებს, - 

უხილავ ნადავლს მოიზიდავს ლექსის ღვედებად,

ხმას არც კი გაგცემ მორიდება ფიქრს გამიმდიდრებს.

ჩემშივე დარჩეს, თუ მალულად ცეცხლი მედება.


ქიმზე გადავდგეთ და ზეცა თუ მოიღრუბლება,

მთა ხომალდივით შეცურდება ნისლის დარანში,

ლეგა კლდისპირი რძისფერ სივრცეს  გაჰკვეთს უვნებლად,

დაუდეგარი ეთერისა და მზის დარაჯი.


თანაბარ წყურვილს ნათელი დღის გამოსახვისას

ზევით მივყევართ, წყნარად ყოფნა არ დაგვანება,

ვიჩქაროთ ოღონდ, თქმულს ისეთი ბედი ვაღირსოთ, -

სამშობლოს ვკადრო სიხარულის არმაღანებად.


თვალს გაგისწორებ ერთი წამით, თუნდ წუთით მარტო,

და მალულ გრძნობას ისე მწვავედ შევიფერებდით, -

შენს ყოველ ნახატს ჩემებური რიტმი ემართოს,

მე კი ლექსები დამიმშვენდეს შენი ფერებით.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen