კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 12:26

 

მითხარ, კესანე, შენი კვნესამე,

პატარავ, ტურფავ,

მთაზე მოსულო,

სიმარტოკავე არ მოგეწყინა?

- რა ვქნა, რა ვუყვა

ამ მაღალ მთასა?

ყველა უფრთხება

აქაურს ქარსა.

მე კი ჩამეჭრა

ამის სურვილი.

გადავიხრები, დავეკონები,

დავეტოლები მაგარს გულზედა,

და ვეუბნები სიყვარულზედა.

ხმას არ გამომცემს,

არაფერს მეტყვის,

დამაცქერდება მარტო პირზედა.

ზეცა გაუხდა ამას ჭირადა

და სამუქაროდ შავი ღრუბლები.

მინდა მოვშორდე,

ვერა ვშორდები.

ვეღარა ვსხლტები...

რამ დამიწერა?

მადლობა ღმერთსა არ ვავიწყდები:

ღამ-ღამე მომდის ანგელოზები,

დამისხდებიან გარეშემოსა

და მიგალობენ ხმას საამოსა...

- მეც დავიბადე შენსავით მთაში

და გავიზარდე სიმარტოვეში;

დავდივარ, დავძრწი ამ ქვეყანაში,

მაგრამ არ მომდის არავინ თვალში.

ჯანი მთელი მაქვს, გული კი - არა,

რაღაც მაკლია, რაღაც მწყურია...

კესანემ მითხრა: "ეგ მართალია,

როცა კაცს აკლავ სიყვარულია".

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen