|
არც მახსოვს, თუ ვიყავ ოდესმე მგოსანი, გავყიდე კალამი, გავხდი ხელოსანი. დიდ ქვაბში ჩავყარე ანბანი ქართული, მოვხარშე წებო და გავხსენი ფარდული.
გაბზარულ თეფშებს და გატეხილ ხელადებს, ვაწებებ ფაიფურს, ბროლსა და ლითონს, ბევრი მაქვს წებო და წებო ვარ თვითონ!
გატეხილ პირობებს, დარღვეულ ადათებს, გაბზარულ გულებს და დამსხვრეულ იმედებს, ვამთელებ ყველაფერს, რაც თქვენ გაიმეტეთ.
დაგლიჯეთ, დაწეწეთ, დახიეთ, დაფლითეთ… ჰამლეტის არ იყოს - შესული ხანში, ვამთელებ ჟამთასვლის გაწყვეტილ კავშირს! |
| პოეზიის გვერდი • • • |


