|
ათორმეტნი და ათვრამეტნი გავლიან დღენი, არ გეტოლება შენი ფიქრი დახნული რითმით, არ გეტოლება არც ახალი, არც გვიანდელი, უილაჯობას დაღვრემილი ვეღარც კი ითმენ.
ასე გგონია, რომ ამაოდ წვალობ ისევე, მაგრამ რაღაცა წყალწაღებულ ცეცხლს შემოგისევს, ცეცხლს შემოგისევს და სიტყვებიც შემოგისევენ.
პირველად ფიქრობ, რომ არაფერს არ აქვს მიზანი, შემდეგ უეცრად მოგასკდება აღფრთოვანება, თითქოს კალმახნი მოგემწყვდიოს არაგვისანი.
და პირში ენა კალმახივით აფართხალდება, შემდეგ ისურვებ, გულის ბოღმა ამონთხეული, რომ სამუდამოდ ჩაიბარონ ამ ქაღალდებმა.
ავი ფიქრების და სიზმრების ზმანების შემდეგ, ზეცამდე ავა სიხარულით გულის ფიცარი. არ შეიძლება თვალიც ცამდე არ აგიშენდეს.
მოდასტურეა, რაც კი მითქვამს ამბავი ზემოთ, და ამიტომაც სხვა ლექსებში მეცით პატივი, თუმცა არ მინდა, ამით სიბრძნე რომ დავიჩემო. |


