კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:21

 

 

 

აქ როგორ არ გადიხაროს,

რაც დილის ნამმა დანამა,

შვებულის გული ახაროს

კოლექტიურმა ყანამა.


მზის შუქზე უფერადესი

ჟუჟუნა წვიმა მოსულა,

მოსაწევ-ნახნავ-ნათესი

ყიჟინით გარემოცულა.


ეს მოსავალიც, ვით მოლი,

ჟუჟუნა წვიმამ დანამა,

თუ რამემ გული გაათბოს,

ისევ აკრეფის ხანამა.


ზვარს ვინ შეხედავს უგულოდ,

ვარდი ყელამდე მოსულა,

სიმღერა დავაგუგუნოთ,

ჩვენი შვებულიც მოსულა.


მოსულა, მოსულა, მოსულა,

ჩვენი შვებულიც მოსულა

გაზეთი მოუტანია,

ბობოლა დგას გულმოსულად.


დანამა, დანამა, დანამა,

ჟუჟუნა წვიმამ დანამა,

თუ რამემ გაგვახალისოს -

შეხვედრამ ამისთანამა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen