კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 15:23

 

 

კვლავ და ზღაპრულად აფერადდა ქართვლის დიდება.

მხიარულ სიცილს აღარ შხამავს ფიქრი ზანგური.

ყიფიან გრძნობით სიკვდილისაც არ მერიდება.

სულში ანთებულ ჩირაღდანმა დაისადგურა.


სისხლში ათრთოლდა ჟინიანი ლხენა-სპარსული.

დღეს იმას ვმღერი, რაც არავის არ უმღერია.

კვლავ შემიყვარდა ეს ქვეყანა ცრუ და თარსული.

ჩემი თვალები დღეს მზესავით მშვენიერია.


სალამს არ ვაძლევ შეხვედრის ჟამს შავწარბა ღამეს.

ატმისფერ ბაგით ომებს ვუკოცნი ოქროვან აისს.

საზღვარი არ აქვს ჩემ სიგიჟეს და სითამამეს.

იალბუზიდან ვუხმობ ალპებს და ჰიმალაის.


სწრაფად დამიწყო აღტაცებამ ფრენა გედური.

ცხელი ფიქრები მიტაცებენ ფერად ლანდებით.

და თუ აქამდის სული მქონდა მე უბედური -

დღეს ტანს მიმშვენებს სიხარულის ბრილიანტები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ივანე ყიფიანი  • • •   ივანე ყიფიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen