კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:18

 

 

ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდსა ვჭვრეტ,

ორთა შუა მაქვს გონება,

თაყვანისცემა ერთის მსურს

და მეორესი მონება.


მსურს, მაგრამ მარტო ჩემ სურვილს

რა უფლება აქვს? რა ძალა?

შარბათი სიყრმემ წარმტაცა,

სიბერეს მოაქვს სამსალა...


ტრფობის ბუდეა შვენება,

თავდები სიჭაბუკეა!..

და ეს ორივე აკლია,

ვისაც ჭაღარა უმკია!


მე კი ეს ჩემი ჭაღარა

მაფრთხილებს, გული-კალია,

ოცნებას მიკლავს, სურვილს წყლავს,

როგორც წესი და ვალია!..


ვის ეტრფი? - მეჩურჩულება,

რა არის თქვენში საერთო?

მას ლხინი ლხინზე მოელის,

შენ ჭირი ჭირზე დაგერთო!..


სიჭაბუკე და სიბერე

ორი სხვა და სხვა კიდეა:

ერთი რომ ჯაჭვით აბია,

მეორე ბეწვზე ჰკიდია!..


ის გაზაფხულის იაა,

გარს ეხვევიან ვარდები!..

შენ - შემოდგომის ფოთოლი,

სიო გკრავს, ჩამოვარდები...


და გაშრა ტრფობის აუზი,

გულში ძველი-ღა არხია;

შიგ გადასული ამბავი

თვალ-მარგალიტად მარხია!..


მოდგება ცნობის მოყვარე,

თან გადმოჰყვება სურვილსა,

მაგრამ უკანვე იქცევა,

რომ ვერ მოიკლავს წყურვილსა!..


სიჭაბუკესვე მიმართავს,

მასთან დაიჭერს კავშირსა,

პატარა ნაპერწკალი სჯობს

დიდს, მაგრამ ცივსა ნახშირსა!..


მამხილებს, მაგრამ ჯერ მაინც

გული არ იშლის გულობას:

თვალს ურჩევს მზერით დატკბობას

და ენას მოციქულობას...

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen