კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:31

 

 

ნუ კითხულობ, ვინა ვარ?

სიდან მოვალ? სად მივალ?

სულ ესა ვარ, რაცა ვარ,

რასაც მხედავთ თვალ-და-თვალ!


თავისუფლად დავდივარ,

არც ბატონად, არც მონად!

ცა ქუდად არა მყოფნის,

დედამიწა ქალამნად!


უფროსი, არც უმცროსი

ნებით არვინ მყოლია!

ვინც მიცნობს და ვისაც ვსცნობ,

ყველა ჩემი ტოლია!?


ძმობა და სიყვარული

ფულით არ მიყიდია!..

მხოლოდ გული და სული

მათი გზა და ხიდია!


არც მქონია, არც რამ მაქვს,

არც მექნება, მგონია,

მაგრამ ჩემზე მდიდარი

არც კი გამიგონია!


მე რომ მაქვს ის სიმდიდრე

ღვთისგან მოცემულია:

სულია ის საუნჯე

და სიმდიდრე გულია!


ვერ მომპარავს ვერავინ

თან დამაქვს ეს დიდება!..

განჩინების ძალითაც

ხელი არ ეკიდება.


ჩემოდექი პრისტავო!..

ნუ მოდიხარ, მოვალე!..

სიმდიდრეც ამას ჰქვიან...

ვინც მომცა... ვენაცვალე!..

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen