|
ახლოს ხარ - თვალს ვერ გიმართავ, შორით ვუნდები ცქერასა; ლამის დავკარგო გონება, გადავყვე გულისძგერასა.
როგორც წიწილა ძერასა... შენს ღმერთს მიჰმადლე!.. დაუგდე, ყური გლახ-ყურის ძგერასა.
ნუ დამსვამ ცივსა კერასა; ზედ ნუ დამაყრი ნაცარსა... მიხშირებ გულის ძგერასა.
სიცოცხლეს, ბედისწერასა!.. თანგრძნობა უნდა მალამოდ სნეული გულის ძგერასა!..
მაგრამ ვერ მიხვდნენ ვერასა: სხვა და სხვა მიზეზს ადებენ ამ ჩემი გულის ძგერასა.
სიცილს ტირილს და მღერასა; მაგრამ ვერ არგო ვერც ერთმა შენახულ გულისძგერასა!
ჩემი სიმების ჟღერასა და თვითვე მივხვდი რაც იწვევს ამ ჩემი გულის ძგერასა:
შავგრემანს, არცა ქერასა! მარტო შენა ხარ მიზეზი! მიხშირებ გულის ძგერასა.
შორით ვუნდები ცქერასა!.. ლამის დავკარგო გონება, გადავჰყვე გულის ძგერასა. |
| პოეზიის გვერდი • • • |


