კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:00

 

 

პოეტების ბედის ვარსკვლავს

ქვეყნად ვერრა შეედრება:

მათს სიკეთე-დღეგრძელობას

სუყველა ღმერთს ევედრება.


არავის ჰყავს ქვეყანაზე

მათოდენა მეგობარი!

ყველას უნდა მათი ნახვა -

უყვართ მათი საუბარი.


ჭირში, ლხინში, სუყოველგან,

მზად არიან მისცენ მხარი!

"ვაშა-ვაშას" შესძახიან

და მხარს აძლევს მთა და ბარი.


ქვეყნის მათზე გულუხვობა

დიდია და საოცარი:

ცოცხალს ტაში! მკვდარს - გვირგვინი,

აი, მათი საჩუქარი...


პოეტების ბედის ვარსკვლავს

ვერაფერი შეედრება!..

და მიკვირს, რომ პოეტობა

სუყველას არ ენატრება?!..

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen