კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:11

 

 

ისტორიული

 

რამ დაგაღონა გმირთ-გმირო,

მეფეთ-მეფეო ქებულო,

საქართველოსთვის მანანად

განგებით მოვლინებულო?


ცალ-ფეხს რომ აჭერ შავ-ზღვაზე,

მეორე თეთრზე გიდგია!

მაღლით მზე გეგვირგვინება

და მთვარე ტანტად გიდგია!


ქვესკნელში უჭრი სამართალს

ქვემძრომსა, ჭიანჭველასა!..

ცაში ყურს უგდებ რეკასა

და იგულისხმებ ყველასა!


აღვირ-ამსხმელო სპარსეთის,

გარს ძლევის სხივი გივლია!

სინდ-ინდო აბაშეთითურთ,

ფეხდაფეხ შემოგივლია!!


და საბერძნეთიც მოყვრად გყავს,

თანა-მერჯულე შენია!

რაღა გაკლია ამ ქვეყნად,

მაგრე რომ მოგიწყენია?“


ეკითხებოდა გორგასლანს

ჯუანშირ გამოჩენილი

და ვახტანგ პასუხს აძლევდა

სიტყვა ია-ვარდ ფენილი:


სჭვრეტ და ვერ ჰხედავ, გრძნობ - ვერ სჯი;

გჯერა, რაც არაფერია... 

ქარი წაიღებს უკანვე,

რაც ქარის მონაბერია!..


თუმც მართალია, რაცა სთქვი,

მაგრამ სულ გარეგანია!

დიდება ხალხის გულია -

სხვა ყველა გარე კანია!


რას უზამს მტერი გარეშე

დამხდურსა მარად ფხიზელსა,

როცა ვერ აწვდენს გულამდე

ვერც სისხლიან ხმალს, ვერც ხელსა?..


დღეს დაიმონებს, ხვალ ვეღარ...

ეს ბრუნვა ქვეყნის წესია!

მაგრამ მოყვარე ორგული

კი მტერზედ უარესია:


მოგხიბლავს სირინოზივით,

დაგიფენს ვარდს და იასა,

ბანგს გასმევს დასაძინებელს,

გულში გაგიჩენს ჭიასა!..


მაშინებს ბერძნის მოყვრობა,

და ერთ-სჯულობა მათთანა,

ვაი, თუ მათი მოძღვრებით.

ყელში გაგვირჭონ მათ დანა!..


ვხედავ სხვაგვარად უჭირავს

ანტიოქიას დღეს თვალი!

სჯობს ეკლესია ქართველთა,

რომ იყოს თავისუფალი!


მაგრამ რა გვარად? თანხმობით

არ აიღებენ ხომ ხელსა,

და თუ ვიხმარე ძალა რამ,

გავიტეხ წმინდა სახელსა“.


ჯუანში ეტყვის: „მეფეო,

გქონია საფიქრებელი!

მე შენსა აღმაფრენასა

რას მივსწვდებოდი მზე-ბნელი?


ახლა რომ ჩამაგულისხმე,

სისწორით ვახელ მეც თვალსა:

ეს საქმე გადასაწყვეტად

ზეცას მივანდოთ უფალსა.


ნებით არ იზმენ, ეგ ხმალი

ხომ ღვთის ნაკურთხი გკიდია?

მსხვერპლი სამშობლოს გულისთვის

ყოველგვარ მსხვერპლზე დიდია! “


რჩევა დაუჯდა გორგასლანს

ერთგული ჯუანშირისა,

საერო „გიხაროდენი“

გამქარვებელი ჭირისა.


რა ვეღარ გასჭრა ვედრებამ,

ხელში აიღო მახვილი

და მით მსოფლიო კრებაზე

დაბეჭდა ქვეყნის სურვილი:


"საქართველოს ეკლესია

თვით მართლ-მადიდებელია;

კათალიკოსს თვისას დასვამს

დაუმოკიდებელია!“ 

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen