|
ყანაო, მუშის სამოთხევ, გლეხის დიდებავ, ყანაო! ცისკრის სხივებმა შეგმოსეს და ნამმა გადაგბანაო;
ალერსით გითხრა ნანაო; ჟუჟუნა წვიმამ ზედ დაგკრა, ალერსით აგამწვანაო.
ქვეყნის მოკეთევ, ყანაო! მოყვრულად შემოგსევივართ, მტრულად გიმეტებთ განაო.
გაგთოხნით ყოველგანაო!.. ყანაო, დაუზარებო, უხვად მომცემო, ყანაო!
შენი ბარაქა ბრძანაო; აგშორდეს გვალვა და სეტყვა, მოსავლის გამოცანაო...
ყანაო, ჩემო ყანაო! მაღალმა ღმერთმა აკურთხოს სხვაც ბევრი შენისთანაო! |
| პოეზიის გვერდი • • • |


