|
ლურჯამ თქვა: "ჩემი პატრონი მე მეპყრობოდა ავადო: ორივე ფეხში ბორკილი მეყარა სატანჯავადო!
არ მქონდა ჩემდა თავადო, და ჩემი ბედის ვარსკვლავი ცაზედ ეჭედა შავადო".
დამფარველი და მხსნელიო. ეწერა: "თავისუფლება!.. მოისპოს წესი ძველიო!"
მომეხსნა ყელ-საბელიო: შევხტი და შევინავარდე, თვალი შემაშრა სველიო.
უფრო კარგ ბედსაც ველიო: მევე ვარ ჩემი პატრონი, და ზეცა ჩემი მცველიო!"
ფუ! შერცხვეს ეს სოფელიო! საითაც ფეხი გავადგი, ყოველგან მტაცეს ხელიო; მითხრეს: "აქ შენი რა არი? სად მოხვალ ჭკუათხელიო?
არც მინდორი და ველიო! მაშ ამგვარს თავისუფლებას მიჯობს, შემჭამდეს მგელიო!.."
"ნეტავ, რას ამბობ მაგასო? ეგ ჩემი გულის ისარი შენ მაინც ვინღა დაგასო?
რით ვინ გალესა და გვასო? და სანამ უნდა ვითმენდეთ ამდენ წვასა და დაგვასო?"
მაღლა წიხლები აჰყარა; გლეხმაც რაღაცა იფიქრა, თავი მიწისკენ დახარა,
შრომისა ოფლი დაღვარა, და მაშინ ბედის ვარსკვლავმაც მაღლიდან ძლევა ახარა. |
| პოეზიის გვერდი • • • |


