|
ადრე ყოფილა ჩემი გვარი „ქართველიშვილი“, შემდეგ მეძახდენ „გურჯიოღლის“ დიდხანს თათრები, დღეს კი „გრუზინსკით“ შევიქენი მე გარდაქმნილი, სულ დამეკარგა გვარ-ტომობის ძველი დავთრები!
მტრისა მებრძოლი, გულადი და შეუპოვარი; ბრძოლის ველზედა სისხლით იყო ის დაწურული, ბარათაშვილმა მისთვის მორთო უკვდავი ქნარი!
მამულისათვის შვილის მზრდელი სისხლის სათხევლად!’ მას აუხსნია შვილებისთვის მათ-მათი ვალი, ისინი ჩხუბში დახოცილან, მე დავრჩი მძევლად...
როდესაც მამა ბრძოლის ველზედ სისხლად დასწურეს! იმან ქართულად აასრულა მით თვისი ვალი, ყიზლბაშებმა ტფილისისკენ რომ მოაშურეს.
ვეღარ გაუძლო იმდენ ჯავრსა, მუცელს გადაჰყვა! ასე ჩვენს ოჯახს გაურისხდა სასტიკად ზეც, მე დავრჩი ობლად და მომვლელიც აღარავინ მყვა.
დიდხანს დამდევდა და მასინ კი იშოვა მან დრო: ხელში ჩამიგდო კაკიები მან ერთი აცმა, მით მომატყუა და ცრემლებიც მითი შემაშრო.
გერისა კუჭი მისგან ხომ ვერ გამოძღება! ოჰ, მიეყაროს იმ კუდურსა თვალში ნაცარი, რომ ობლის კვერი იმის ხელში გვიან ცხვებოდა!
ოქროქსოვილით ამიხვია ორივე თვალი, რომ ვერ შევიძლო მე უმისოდ სწორ გზაზე გავლა და მის მონასა მებნეოდეს აწ გზა და კვალი!
და სიყრმიდანვე შევეზარდე ამა მონებას! აღარ მამძიმებს ეს მონების მძიმე უღელი, სული მკვდარია... და არც ველი მე აქ ცხონებას!
აიცილებენ მამის ხვედრსა, უბედურებას, მასინ საფლავში შეიძვრიან ნსწრაფლ ჩემი ძვლები და სული ზეცას მაინც იცნობს ტკბილ ნეტარებას. |
| პოეზიის გვერდი • • • |


