|
რამ დაგაღონა, ძმობილო, პური თუ შემოგელია?.. მოხან, მოთესე, მოიმკე, ბუნება მწყალობელია; არსად არ გაგვიფრინდება, - „ღმერთი დიდია, ღარიბო, გული ნუ შეგიშინდება.“ აქ ყოფნა ერთი წამია; გამხნევდი ყველა საქმეში და გაისარჯე, ძამია… უმართლოდ ჩაგიფრინდება, - „ღმერთი დიდია, ღარიბო, გული ნუ შეგიშინდება.“ ყველასთან იყავ ძმურადა, დავას რომ ხარჯი მოჰყვება, შენ ის გეყოფა პურადა, ჩქარობს და აგიღრინდება, - „ღმერთი დიდია, ღარიბო, გული ნუ შეგიშინდება.“ თავთავის დროზე აძლიე; სათემო სამსახურები არ შაირჩინო, - დასძლიე, თუ რასმე აგიხირდება, - „ღმერთი დიდია, ღარიბო, გული ნუ შეგიშინდება.“ მიართვი დაწესებული, რომ ვეღარ გისაყვედუროს, მაშინ იქნები ქებული; იქამდინ გამოტვინდება, - „ღმერთი დიდია, ღარიბო, გული ნუ შეგიშინდება.“ იმისი ვალი ძნელია, თუ გაგიჭირდა, გვერდით გყავს შენივე მეზობელია. ვალი არ გაგიმსხვილდება, „ღმერთი დიდია, ღარიბო, გული ნუ შეგიშინდება.“ შენ ხარ იმათი პატრონი, მათ ნუ გაიხდი ბატონად, ნერც გაუხდები ბატონი. და ზოგჯერ წაგეკიდება, - „ღმერთი დადია, ღარიბო, გული ნუ შეგიშინდება.“ |


