|
ამაყად მიჰყვები ხეივნის აჩრდილებს, ფერით მკრთალ ბეჭებზე მკლავი გაქვს ქმარისა, შენ ალბათ ვერასდროს, ვერავინ გაშინებს, ვერც წვიმა-გრიგალი, სიბნელე ღამისა.
და კაბის კალთაზე იები გაყრია, გიღიმის ვნებებით ნაკოცნი ტუჩები, სულაც არ გადარდებს ჭორები ავყია.
გიელავს თვალები გრძნობებით ნაკვესი, თმები, თუ ღაწვები, ყელი, თუ ის ხალი, რომელთაც არასდროს აკლიათ ალერსი.
ქმრის მკერდთან როდესაც ცერებზე შედგები, უყვავებ, უფერებ ბავშვივით უვლი და. ძლიერი კაცის წინ არასდროს ბერდები.
ვერც წვიმა-გრიგალი, სიბნელე ღამისა, ამაყად მიჰყვები ხეივნის აჩრდილებს, ფერით მკრთალ ბეჭებზე მკლავი გაქვს ქმარისა. |
| პოეზიის გვერდი • • • |


